საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია Covid 19 პანდემიის პირობებში ბელარუსში შემოსვლის წესებთან დაკავშირებით (განახლება: 2021 წლის 15 ივლისი)

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსვლა  ნებადართულია აეროპორტის საშუალებით. ქვეყნის ტერიტორიაზე სახმელეთო საზღვრით შემოსვლა დროებით აკრძალულია;

ბელარუსისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბელარუსში მუდმივი ან დროებითი ცხოვრების უფლებას, თავისუფლდებიან სასაზღვრო პუნქტზე PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისაგან;

ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) ბელარუსში შემოსვლისას, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია სასაზღვრო პუნქტზე წარადგინოს საზღვრის კვეთამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი, ასევე გადავიდეს 7 დღიან თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის ვადის ამოწურვამდე პირს ეკრძალება ბელარუსის ტერიტორიის დატოვება;

თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდება ის პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი და ფლობს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთს (ვაქცინაციის სრული კურსიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 12 თვე);

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შემოდის სატრანზიტო მიზნით და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას გეგმავს 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის (სამგზავრო ბილეთის)  წარდგენის შემთხვევაში თავისუფლდება თვითიზოლაციისა და PCR ტესტის საბუთის წარდგენის ვალდებულებისაგან;

ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსვლის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ვებ-გვერდზე: https://gpk.gov.by/covid-19/

ბელარუსის რესპუბლიკაში Covid 19-თან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://minzdrav.gov.by/ru/dlya-belorusskikh-grazhdan/COVID-19/