საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელარუსში მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე

21 დეკემბრიდან ბელარუსის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების შესახებ მინისტრთა საბჭოს განახლებული დადგენილება.
დადგენილების თანახმად, ე.წ. წითელი ზონიდან, მათ შორის საქართველოდან, ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია:
1. წარადგინოს Covid 19-ზე ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის დოკუმენტი (ბელარუსულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე);
2. გაიაროს 10 დღიანი თვითიზოლაცია.
ტრანზიტული მგზავრობის შემთხვევაში, საჭიროა ბელარუსის ტერიტორიის 24 საათის განმავლობაში დატოვების დამადასტურებელი დოკუმენტის (სამგზავრო ბილეთის) წარდგენა.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ მითითებული ბმული: http://www.government.by/.../docs/filed0b596bfebf36164.PDF