საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ბელარუსის რესპუბლიკაში კორონავიურის (COVID-19) ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად და ქვეყნის ტერიტორიაზე საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მოწესრიგების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება (http://government.by/ru/content/9339), რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 მარტიდან, მოქმედებს შემდეგი რეგულაციები: 

მოქალაქე, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკაში შემოვიდა იმ ქვეყნიდან სადაც რეგისტრირებულია COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები, 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს თვით იზოლაციაში (სახლის პირობებში);
ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეს, თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე, ეკრძალება ბელარუსის საზღვრის დატოვება; 

ბელარუსის რესპუბლიკაში შემოსვლის მსურველმა საზღვარზე უნდა შეავსოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური ანკეტა;
გამონაკლისს წარმოადგენს: 
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტრანზიტით - ბელარუსის ტერიტორიის გავლით ბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში; 
ბელარუსის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები (რეზიდენციით სხვა ქვეყნებში); 
ბელარუსის რესპუბლიკაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;  
ოფიციალური დელეგაციები; 
საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს;
საჰაერო, საზღვაო ხომალდებისა და საერთაშორისო სარკინიგზო ბრიგადების წევრები; 

COVID-19-ზე დეტალური საინფორმაციო მასალები, ასევე ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები განთავსებულია ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://minzdrav.gov.by/ru/dlya-belorusskikh-grazhdan/COVID-19/

საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლები, ვალდებულნი არიან ისარგებლონ მხოლოდ რესპუბლიკური საავტომობილო გზებით, სადაც მოწყობილია სპეციალური სატრანზიტო მოსასვენებელი ზონები და ბენზინ-გასამართი სადგურები;

სატრანზიტო გადაზიდვისას, მძღოლი ვალდებულია ბელარუსის ტერიტორია დატოვოს უმოკლესი მარშრუტით, ქვეყანაში შემოსვლიდან არაუგვიანეს ერთი დღის შემდეგ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მაგ. ავტოსაგზაო შემთხვევა);

საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვების რეგულაციებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: http://government.by/upload/docs/file97909c19ffc7a379.PDF

 სატრანზიტო გადაზიდვებისთვის მოწყობილი სპეციალური ზონების რუკები განთავსებულია ბელარუსის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mintrans.gov.by/ru/news-ru/view/mintrans-opredelil-punkty-otdyxa-i-pitanija-voditelej-zapravki-transportnyx-sredstv-nerezidentov-369-3699-2020 

ვითარებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ხშირად ახლდება, შესაბამისად გთხოვთ თვალი ადევნოთ მითითებულ ვებ-გვერდებს.

 აქვე შეგახსენებთ, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებს: +375 (29) 141-46-01; +375 (44) 566 31 13