საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავიაკომპანია Belavia საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

ავიაკომპანია Belavia - Belarusian Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. აღნიშნულ საკითხზე საელჩო ბელარუსის მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.

ℹ️2 ოქტომბრიდან, ბელარუსულმა ავიაკომპანიამ “Belavia“ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენების სიხშირე გაზარდა. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის არსებულ ყოველდღიურ რეისებს 2 სიხშირე დაემატა. ავიაკომპანია დამატებით რეისებს ყოველ ოთხშაბათსა და კვირას (დღის საათებში) შეასრულებს.

📌მინსკი-თბილისი-მინსკის ახალი ავია რეისები მგზავრებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მიმოსვლას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოში ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

📈აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 თვის მონაცემებით, ბელარუსიდან საქართველოს 46,024 სტუმარი ეწვია. ბელარუსიდან ტურისტთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.