საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით ბელარუსში განახლდა უცხოელების სამშობლოში დაბრუნების ხელშემწყობი პროგრამა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით ბელარუსში განახლდა უცხოელების სამშობლოში დაბრუნების ხელშემწყობი პროგრამა. 2019 წლის 9 ოქტომბერს შესაბამის ოქმს ხელი მოეწერა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტსა და ბელარუსში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას შორის.

აღნიშნული პროგრამა წარმატებით ხორციელდებოდა ბელარუსში 2007-2011 წლებში და იგი ითვალისწინებს სამშობლოში დაბრუნების მსურველი უცხოელებისთვის ფინანსური, საჭიროებისამებრ ასევე სამედიცინო და სხვა სახის დახმარების გაწევას. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მინკის ოფისის საკონტაქტო ინფორმაცია: 

ტელ: +375 17 288 27 42,  +375 17 288 27 43; 
iomminsk@iom.int


 დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mvd.gov.by/ru/news/6048?fbclid=IwAR0wgnhExBosOOEy-kgTHxJ8nP0CvCfg26WPMm-aOVFTcIOwEHXYoxA6D08