საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბიომეტრიული პასპორტების გაცემის თაობაზე

2019 წლის 1 მაისიდან - 2019 წლის 1 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან (საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანება).

საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოცხადებული აქციის ფარგლებში, მოსალოდნელია საზღვარგარეთ ბიომეტრიული პასპორტის აღების მსურველ საქართველოს მოქალაქეთა მომართვიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა. შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მაქსიმალურად იზრდება მოქალაქეთა მიღების საათები და მათ უწევთ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტის აღებისთვის საჭირო პროცედურები, კერძოდ, კი საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში ან საკონსულო დაწესებულებაში ხსენებული სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელად ჩანიშნონ ვიზტი მათთვის სასურველ წარმომადგენლობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.geoconsul.gov.ge რეგისტრაციის გავლის გზით.