საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მილოცვა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით

პატივცემულო მეგობრებო,

გილოცავთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს.
დღეს ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს საიმედო მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხალხთა შორის ისტორიული მეგობრობისა და ურთიერთნდობის ნათელი მაგალითია, რაც, თავის მხრივ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველს ქმნის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ამ მნიშვნელოვან თარიღს და გამოვხატავ მზადყოფნას მთელი ძალით ხელი შევუწყო ყველა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაღრმავებას.

 

ვალერი კვარაცხელია

საქართველოს ელჩი 
ბელარუსის რესპუბლიკაში