საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს

საბუთები მიიღება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (minsk.emb@mfa.gov.ge).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

კონკურსის თემატიკა:

  • საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
  • საქართველო-ბელარუსის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები


კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას;
  • კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება;
  • დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანგარიშვალდებულება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესაბამისი ტექნიკური უნარ-ჩვევები.

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, minsk.emb@mfa.gov.geუნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი) ;

) ავტობიოგრაფია;

)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: მინსკი, თავისუფლების მოედ., 4.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +375 17 319 61 93, +375 17 323 62 19

minsk.emb@mfa.gov.ge

(იხ. სტაჟირების გავლის წესი)