საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საპრეზიდენტო არჩევნები 2018

პატივცემულო მოქალაქეებო!

გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 28 ოქტომბერს 8:00-დან 20:00-მდე საელჩოს შენობაში (მინსკი, სვობოდის მოედ., 4) გაიხსნება საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში თქვენი თავის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://voters.cec.gov.ge/ ან საელჩოს საკონსულო სამსახურის მისაღებში გამოკრულ სიებში.