2018 წლის 15 მაისიდან დაიწყო აქცია, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას, თუ განაცხადი წარდგენილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში:
პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა უფასოდ. აქციის პერიოდია: 15 მაისი - 15 აგვისტო.
ბიომეტრიული პასპორტის საფასური შემცირდა და იქნება 50 აშშ დოლარი. აქციის პერიოდია 15 მაისი - 15 ივლისი. შეღავათი არ ვრცელდება მეორე აქტიური პასპორტის გაცემისას.
დეტალების გარკვევა შესაძლებელია ნომერზე + 375 17 319 61 93.