საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები: ) განაცხადების გადარჩევა; ) გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება; კომუნიკაბელურობა; ანგარიშვალდებულება; ანალიტიკური აზროვნება; გუნდური მუშაობის უნარი; შესაბამისი ტექნიკური უნარ-ჩვევები.

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა, 2018 წლის 1 მაისიდან 15 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (minsk.emb@mfa.gov.ge) უნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი);

) ავტობიოგრაფია;

)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4);

) ცნობა ნასამართლეობის შესახებ

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის განცხადებების გადარჩევის/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.    

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +375 17 323 62 19

ელ-ფოსტაminsk.emb@mfa.gov.ge

(იხ. სტაჟირების გავლის წესი)